Belive

7-წლის შემდეგ დიდ სლემზე | მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეშია!

2 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველმა ჩოგბურთელმა - მარიამ ბოლქვაძემ, უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე წრე წარმატებით გაიარა და უიმბლდონის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

28 წლის მარიამმა, რომელიც რეიტინგში 539-ე ნომერია, 18 წლის ბელგიელი გოგონა, ვანდრომე-ჟელინი 3 სეტში (6:4| 4:6| 6:3) დაამარცხა. ჟელინი 161-ე ნომერია - მატჩი 2 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარიამ ბოლქვაძე 7-წლიანი პაუზის შემდეგ დიდი სლემის ტურნირის ფინალურ ეტაპზე პირველად, ხოლო კარიერაში მეორედ ითამაშებს. პირველი დიდი ტურნირი, რომელიც მან ითამაშა, 2019 წლის ამერიკის ღია პირველობა (US OPEN) იყო.

თუ ვინ იქნება მარიამის მეტოქე ძირითად ბადეში, ეს მოგვიანებით წილისყრაზე გაირკვევა.

2026 წლის უიმბლდონმა სტარტი 22 ივნისს აიღო და 12 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები