Belive

მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ შეიხის ტურნირის გამარჯვებულია

2 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მარიამ ბოლქვაძემ ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში ITF-ის ტურნირი მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის განმავლობაში 1 იტალიელი და ზედიზედ 4 რუსი სპორტსმენი დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში მარიამი ელენა პრიდანკინას შეხვდა და ორ სეტში, 6:0, 6:3 გაიმარჯვა.

ფინალამდე მარიამ ბოლქვაძემ ფედერიკა დი სარა, ეკატერინა შამილოვა, ანასტასია გასანოვა და კირა პავლოვა დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის 452-ე ნომერია.

სხვა სტატიები