Belive

მარიამ ბოლქვაძე მარიბორის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა!

1 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

26 წლის ქართველი ჩოგბურთელი - მარიამ ბოლქვაძე, სლოვენიის ქალაქ მარიბორში, 75 ქულიან შეჯიბრზე, ITF W75 Maribor-ზე იღებს მონაწილეობას, რომლის საპრიზო ფონდიც $60 000 დოლარია.

ქართველმა ჩოგბურთელის მეტოქე 1/8-ფინალში, ტაივანელი - ენ შუო ლიანგი იყო, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა 2 სეტში: 7:5; 4:2 (მეტოქე დანებდა) დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარიამ ბოლქვაძე პირველ სეტში 2:5 მარცხდებოდა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 5 გეიმის მოგება ისე შეძლო, რომ მეტოქეს სეტი არ დაასრულებინა და პირველი სეტის გამარჯვებული სწორედ მარიამი გახდა.

1/4-ფინალში მარიამ ბოლქვაძის მეტოქე, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რუსი - ელეა პრიდანკინა იქნება, რომელიც მსოფლიოს 290-ე ჩოგანია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარიამმა 2024 წელს რუსი ჩოგბურთელის დამარცხება უკვე შეძლო, ეს ყველაფერი კი შარმ ელ შეიხში, 2 თებერვალს, W35 ტურნირის ფინალში მოხდა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა 6:0; 6:3 გაიმარჯვა.

სხვა სტატიები