Belive

მარიამ ბოლქვაძე გლაზგოს ტურნირის ფინალშია

1 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე გლაზგოს ტურნირის ფინალშია. 26 წლის სპორტსმენმა ნახევარფინალში ჯოდი ბურეიჯი 2-სეტიან დაპირისპირებაში დაამარცხა - 4:6, 2:6. შეხვედრა 1:22 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მარიამ ბოლქვაძეს ფინალში ამარნი ბენქსის და სიმონა უოლტერტს შორის გამარჯვებული შეხვდება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართველ ჩოგბურთელს წყვილთა თანრიგის ტურნირის მოგების შანსიც აქვს, ეს შეხვედრაც დღეს გაიმართება, სადაც მარიამის მეწყვილე ისაბელ ჰავერლაგი იქნება. ისინი ჯოდი ბურეიჯის და ფრეია კრისტის წყვილს დაუპირისპირდებიან, ფინალური შეხვედრა დღეს, 15:00 საათზეა დაგეგმილი.

მარიამ ბოლქვაძე ამ დროისთვის WTA რეიტინგში 228-ე ადგილზეა.

საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 60 000 დოლარია.