ლეგენდა სამწვრთნელო შტაბში | ენდი მარი უიმბლდონისთვის ჯეკ დრეიპერს გაწვრთვნის
ლეგენდარული ბრიტანელი ჩოგბურთელი, 2-გზის უიმბლდონის გამარჯვებული და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი - ენდი მარი, უიმბლდონისთვის ბრიტანელ ჩოგბურთელს - ჯეკ დრეიპერს გაწვრთნის.
BREAKING:
— The Tennis Letter (@TheTennisLetter) May 12, 2026
Jack Draper has added Andy Murray to his coaching team for the grasscourt season.
“I am very grateful for everything Jamie Delgado has done for me over these past six months. He is a world-class coach and a great man.”
"In the interim, I will continue to be supported… pic.twitter.com/3PdFETuKsl
13 მაისს, დილით ჯეკ დრეიპერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იგი მის მთავარ მწვრთნელს - ჯაიმი დელგადოს დაემშვიდობა და დაანონსა, რომ 2026 წლის უიმბლდონისთვის მის სამწვრთნელო შტაბს ლეგენდარული ენდი მარი დაემატება, რომელიც კონკრეტულად უიმბლდონის ტურნირისთვის მოამზადებს.
24 წლის ბრიტანელ ჩოგბურთელს კარიერაში სულ 4 ტიტული აქვს მოპოვებული და 2025 წლის 9 ივნისს იგი მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ჩოგანი იყო. 2025 წლის უიმბლდონზე კი იგი ასპარეზობას მეორე რაუნდიდან, ხორვატ - მარინ ჩილიჩთან გამოეთიშა (1:3).
აქვე შეგახსენებთ, რომ ენდი მარიმ საჩოგბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა ერთხელ უკვე სცადა, იგი ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი იყო და მათი 6-თვიანი თანამშრომლობა ზუსტად 1 წლის წინ, 2025 წლის როლან გაროსამდე დასრულდა.
2026 წლის უიმბლდონი 29 ივნისს დაიწყება და 12 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.