Lacoste ჯოკოვიჩის დიდებულების აღსანიშნავად ახალ კოლექციას უშვებს
2017 წელს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, საკუთარი თავგადასავალი ჩოგბურთის ამუნიციის ისტორიულ მწარმოებელს, Lacoste-ს დაუკავშირა. მას შემდეგ ურთიერთობა თითქმის რომანტიკული გახდა, რადგან სერბმა მოიგო 12 დიდი სლემის ტიტული და ოლიმპიური ოქროს მედალი, ის ამაყად ატარებს ფრანგული ბრენდის ლეგენდარულ ნიანგის ემბლემას.
1933 წელს დაარსებულმა ბრენდმა გადაწყვიტა, ახალი კოლექცია სპეციალურად იმ მოთამაშის პატივსაცემად გამოუშვას, რომელსაც მათთვის 71 ATP ტიტული აქვს მოპოვებული - განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ერთი დეტალი... Lacoste-სთვის ჯოკოვიჩი ისტორიაში უდიდესი ჩოგბურთელია, ამიტომ ახალი კოლექციის ემბლემა (საკულტო მწვანე ნიანგი) შეიცვლება და მასზე მწვანე თხა იქნება გამოსახული (GOAT - მსოფლიოში საუკეთესო).
შეზღუდული გამოცემის კოლექცია მოიცავს ყველა კლასიკურ ნივთს: პოლოს მაისურს, სვიტერს, ქურთუკს, წინდას, თავსახვევს, კეპს, შორტს. თითოეულ მათგანზე ნიანგის ნაცვლად მწვანე თხა იქნება დატანილი.
From a 🐊 to the 🐐.
— Lacoste (@Lacoste) August 22, 2025
Discover a collection that celebrates @DjokerNole: a one-of-a-kind player whose career is defined by passion, perseverance, and greatness. pic.twitter.com/QrOX0OjI6B
🚨 Breaking : In a Historic move, Lacoste has made a limited edition Goat logo printed Novak Djokovic kits and Accessories.
— SK (@Djoko_UTD) August 22, 2025
Iconic 🐊 ➡️ 🐐 pic.twitter.com/rzUrbcewRF