Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩის ფენომენალური მიღწევა - სერბი ლეგენდა შეუჩერებელია

2 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ავსტრალიის ღია პირველობის 1/2-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი 5-სეტიან ძალიან დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა - 3:6; 6:3; 4:6; 6:4; 6:4.

ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი ამ შედეგით გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ნოვაკს აღნიშნული დიდი სლემი 10-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო სინერი ზედიზედ 2-გზის გამარჯვებულია.

ის 5 უხუცესი მოთამაშე, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა:

  1. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 38 წლის და 241 დღის

  2. კენ როუზვოლი - 37 წლის და 54 დღის

  3. მალ ანდერსონი - 36 წლის და 298 დღის

  4. როჯერ ფედერერი - 36 წლის და 160 დღის

  5. კენ როუზვოლი - 36 წლის და 125 დღის

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი პირველ თებერვალს გაიმართება. კარლოს ალკარასს აღნიშნული ტიტული მოგებული არ აქვს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ჯოკოვიჩისთვის მე-11 იქნება.

ამჟამად კარლოს ალკარასი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელია, მე-2 ადგილს იანიკ სინერი იკავებს, მესამეზე ალექსანდრ ზვერევია, ხოლო მეოთხეზე ნოვაკ ჯოკოვიჩი.

სხვა სტატიები