კვლავ სეტის წაუგებლად - ალკარასმა პოლი 3 სეტში დაამარცხა
ავსტრალიის ღია პირველობის 1/8-ფინალში კარლოს ალკარასმა ტომი პოლი 3 სეტში დაამარცხა - 7:6 (8:6), 6:4, 7:5. დაპირისპირება 2:38 საათი მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ესპანელი ჩოგბურთელი მიმდინარე დიდი სლემის ტურნირზე სეტის წაუგებლად ასპარეზობს, ალკარასმა მე-4 შეხვედრაში გაიმარჯვა და ერთი სეტიც კი არ დაუთმია.
მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ავსტრალიის ღია პირველობა ადამ უოლტონთან გამარჯვებით გახსნა, შემდეგ იანიკ ჰანფმანსა და კორენტინ მუტეს სძლია, ბოლოს კი ტომი პოლიც მშრალად დაამარცხა.
მომდევნო ეტაპზე კარლოს ალკარასი ალექსანდრ ბუბლიკსა და ალექს დე მინორს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ კარლოს ალკარასს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ჯერ არ უასპარეზია, მისი მაქსიმუმი აქამდე 1/4-ფინალი იყო. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული იანიკ სინერია.
One swing and it's done.
— #AusOpen (@AustralianOpen) January 25, 2026
Back-to-back-to-back QFs for Carlitos Down Under 😤@wwos • @espn • @tntsports • @wowowtennis • #AO26 pic.twitter.com/JxJbFdvCiY