ზედიზედ მესამე ტიტული | ალკარასი ტოკიოშიც საუკეთესო იყო
ამერიკის ღია პირველობის შემდეგ, 22 წლის კარლოს ალკარასმა ტოკიოს 500-ქულიანი ტურნირი ითამაშა და მარტივად მოიგო.
ალკარასმა ფინალში ამერიკელი მეტოქე - ტეილორ ფრიცი, 2-სეტიან დაპირისპირებაში 6:4; 6:4 დაამარცხა და კარიერაში 24-ე ტიტულს დაეუფლა.
Arigato Tokyo! 🏆😘
— Carlos Alcaraz (@carlosalcaraz) September 30, 2025
📸 Getty pic.twitter.com/qBRGxQHSRi
22 წლის ესპანელმა სუპერვარსკვლავმა 2025 წელს უკვე 8 ტიტულის მოგება შეძლო, წინ კი შანხაის მასტერსია, სადაც მსოფლიოს პირველი ჩოგანი პირველ ნორმად არის განთესილი და ტურნირის მთავარი ფავორიტია.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კარლოს ალკარასმა რომის მასტერსიდან დაწყებული ყველა შეჯიბრი მოიგო და მხოლოდ ერთხელ - უიმბლდონის ფინალში დამარცხდა.
რომის მასტერსი, როლან გაროსი, ლონდონის ტურნირი, ცინცინატის მასტერსი, ამერიკის ღია პირველობა (US OPEN) და ახლა უკვე ტოკიოს 500-ქულიანი ტურნირი - ეს იმ შეჯიბრების ჩამონათვალია, რომელიც ალკარასმა მაისიდან მოყოლებული მოიგო.
კარლოს ალკარასმა ტოკიოს 500-ქულიან ტურნირზე შემდეგი მეტოქეები დაამარცხა: სებასტიან ბაესი, ზიზუ ბერგსი, ბრენდონ ნაკაშიმა, კასპერ რუსი და ტეილორ ფრიცი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კარლოს ალკარასმა მთლიანი შეჯიბრი მცირე ტრავმით ითამაშა, რომელიც მან პირველივე შეხვედრაში მიიღო.