Belive

"მადლობა, შემდეგი გაჩერება როლან გაროსია" - ნიკოლოზ ბასილაშვილი

14 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომის მასტერსის 1/8-ფინალში ანდრეი რუბლევთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ქართველმა ჩოგბურთელმა რომის მასტერსზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და რუბლევთან 1/8-ფინალურ წაგებანდე 5 მეტოქე დაამარცხა - მათ შორის ბენ შელტონი (6) და ბრენდან ნაკაშიმა (32).

34 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ის ჩოგბურთი ითამაშა, რომლითაც სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს თავი შეაყვარა - იგი ბრწყინვალე ფორმაში გამოიყურება და რაც ყველაზე მთავარია, გრძნობს, რომ უფრო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. რამდენიმე წუთის წინ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი განათავსა და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

View this post on Instagram

A post shared by Nikoloz Basilashvili (@nikolozbasilashvili)

მადლობა რომსა და იტალიელ ხალხს. ეს ადგილი ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული იქნება.

4-წლიანი განუწყვეტელი ტრავმებისა და ოპერაციების შემდეგ, როგორც იქნა ვისიამოვნე ჩემი თამაშით და კორტზე ყველაფერი დავტოვე. შემდეგი გაჩერება: როლან გაროსი. - ნიკოლოზ ბასილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ღია პირველობა (როლან გაროსი) 18 მაისს დაიწყება და 7 ივნისს დასრულდება.

სხვა სტატიები