კარლოს ალკარასი ლეივერის თასზე ევროპელების ღირსებას დაიცავს
1 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
2024 წლის ლეივერის თასზე, ევროპელების პირველი დადასტურებული მოთამაშე კარლოს ალკარასი იქნება. როჯერ ფედერესის (ევროპის ნაკრებს აკომპლექტებს) შემდეგი მიზანია ალკარასს ნოვაკ ჯოკოვიჩი, ალექსანდ ზვერევი და ჰოლგერ რუნე შეუერთდნენ. ლეივერის თასი მომავი წლის 20-22 სექტემბერს, ბერლინში გაიმართება, თუმცა ბიორნ ბორგი (ევროპელების მთავარი მწვრთნელი) უკვე არჩევს 6-კაციან გუნდს და იმუქრება, რომ მსოფლიო ნაკრებისგან ქვას ქვაზე არ დატოვებს.
მე ვაფასებ კაპიტან ბორგის ნდობას ჩემ მიმართ და მოუთმენლად ველი ჩემს მეტოქეებთან როგორც ერთეულში, ასევე წყვილებში გაერთიანებას.
ჩემთვის დიდი პატივია ამ ტურნირზე ევროპის სახელით მონაწილეობა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თასი ისევ ევროპელებმა დაიბრუნონ, ამიტომ დიდი ინტერესით ველოდები გავიგო, ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები.
- კარლოს ალკარასი
ლეივერის თასი 2017 წლიდან ტარდება, ტურნირზე ერთმანეთს ევროპისა და მსოფლიოს ნაკრებები უპირისპირდებიან. 6-კაციანი გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ ერთეულთა თანრიგშიც თამაშობენ და წყვილებშიც, მეტი ქულის დამგროვებელი გუნდი კი ჩემპიონი ხდება.