კარლოს ალკარასმა რაფაელ ნადალი დაამარცხა
კარლოს ალკარასმა კვირას ლას ვეგასში გამართულ სატელევიზიო შუოს პრეზენტაციაზე, საჩვენებელი შეხვედრაში, რაფაელ ნადალი დაამარცხა (3-6) (6-4) (14-12).
ნადალმა, რომელმაც თთქმის 1 წელი ფეხის დაზიანების გამო გამოტოვა (იქამდე, სანამ წლის დასაწყისში კუნთის ტრავმას მიიღებდა) თქვა, რომ 9490-კაციანი გულშემატკივრის წინაშე თავს იმაზე უკეთ გრძნობდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ორი ესპანელი სუპერვარსკვლავის დაპირისპირება, ნადალის ტრავმების გამო, რამდენჯერმე გადაიდო, ახლა კი ორივე ჩოგბურთელი ინდიან უელსზე სათამაშოდ გაემგზავრება.
ეს შეხვედრა ალკარასისთვისაც ფიზიკურ მზადყოფნაში შემოწმების საშუალება იყო, რადგან ალკარასმა რიოს ღია პირველობაზე მარჯვენა ტერფის ტრავმა მიიღო. ნადალიც უბრუნდება ტურნეს და ცდილობს სრულად მოერგოს თიხის საფარს მომავალი სეზონისთვის, ესპანელმა ლეგენდამ აღნიშნა, რომ ეს წელი შეიძლება ბოლოც იყოს მისთვის ATP ტურში. 37 წლის ჩოგბურთელმა, რომელმაც როლან გაროსის თიხაზე 22 გრან სლემის ტიტულიდან 14 მოიგო, ვარაუდობს, რომ მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება, მან წლის დასაწყისში ავსტრალიის ღია პირველობაც გამოტოვა, მაშინ როცა 1 წელი არ ჰქონდა ნათამაშები და ყველას ჰქონდა იმედი, რომ გამოჯანმრთელებას მოასწრებდა.
The moment Carlos Alcaraz won #TheNetflixSlam pic.twitter.com/AKJnnRv3AY
— Netflix (@netflix) March 3, 2024