Belive

კარლოს ალკარასი პარიზის მასტერსის ჩემპიონია!

21 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

კარლოს ალკარასმა აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალში ბენ შელტონთან განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო - ამერიკელი დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით (7:6 | 7:5) დაამარცხა და პარიზის მასტერსის ჩემპიონი გახდა, რითაც კარიერაში მეცხრე 1000-ქულიანი ტურნირის ტიტული მოიპოვა.

მსოფლიო მესამე ჩოგანმა უკანა ხაზიდან სრულად აკონტროლა თამაში და გახდა პირველი ესპანელი დავიდ ფერერის შემდეგ, ვინც პარიზში ჰარდზე მოიგო - ფერერმა ეს 2012 წელს გააკეთა. თავის მხრივ, შელტონს ბრძოლაში ხელს არასტაბილური ფორჰენდი უშლიდა.

ეს ის ტიტული იყო, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ვწვალობდი.

დღეს ჩოგბურთში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე ვიყავი - ბენ შელტონს ვეთამაშებოდი. ის ყოველ ტურნირთან ერთად უფრო და უფრო უმჯობესდება, ამიტომ მასთან თამაში სულ უფრო რთული ხდება. ძალიან მიხარია, რომ გამარჯვების გზა ვიპოვე. - განაცხადა ალკარასმა, რომელმაც პარიზში ჩემპიონობა მეექვსე ცდაზე მოიპოვა

ალკარასი ცდილობს წელიწადი მაღალ ნოტაზე დაასრულოს - ის მომდევნო კვირას ATP-ის შემაჯამებელ ტურნირს დაიწყებს, ხოლო თვის ბოლოს დეივისის თასისთვის მოემზადება.