Belive

კარლოს ალკარასი ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია!

22 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

კარლოს ალკარასმა ისტორია დაწერა - ესპანელი, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, ნოვაკ ჯოკოვიჩზე გამარჯვებით (2-6; 6-2; 6-3; 7-5), ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა, ვინც ოთხივე დიდი სლემის ტურნირი შეკრა.

ალკარასი ახლა 22 წლისაა და ის მხოლოდ 4-ის იყო მაშინ, როცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველად მოახერხა დიდი სლემის ტურნირის ფინალში გასვლა.

საფრანგეთის ღია პირველობაზე, უიმბლდონსა და აშშ-ის ღია პირველობაზე ორ-ორი ტიტულის მოპოვებით, ალკარასი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მელბურნში მოგებით, გრანდ სლემები სრულად შეაგროვა, რითაც დონ ბაჯს გაუსწრო - მან ეს 1938 წლის საფრანგეთის ღია პირველობაზე, 23 წლის დაბადების დღემდე ორი დღით ადრე მოახერხა.

ნოვაკ ჯოკოვიჩს ბრწყინვალე ტურნირი ჰქონდა, სერბს ჰქონდა შანსი, კარიერაში 25-ე დიდი სლემი მოეგო - ნოლეს ავსტრალიის ღია პირველობა 10-ჯერ აქვს ტრიუმფით დასრულებული.

სხვა სტატიები