ჯოკოვიჩს სერბეთში გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს
1 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
37 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოლიმპიურ თამაშებზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროსმედალოსანი გახდა. როლან გაროსის მთავარ კორტზე გამართულ დრამატულ ფინალში, სერბმა ჩოგბურთელმა კარლოს ალკარასი 2 სეტში, 7:6, 7:6 დაამარცხა.
ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა კარიერაში პირველად მოპოვებული ოლიმპიური ოქროს მედალი ემოციურად აღნიშნა, სამშობლოში დაბრუნებულს კი გულშემატკივრებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს. სერბეთში, ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა და ჯოკოვიჩსა და ოლიმპიურ ნაკრებს ოვაციებით დახვდა.
A golden homecoming. KOD KUĆE JE NAJLEPŠE 🇷🇸❤️🥇 pic.twitter.com/8KPvRbcDT4
— Novak Djokovic (@DjokerNole) August 12, 2024
შეგახსენებთ, პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, ნოვაკ ჯოკოვიჩმა გრანდ სლემის 24 ტიტული მოიპოვა, 13 შემთხვევაში კი ფინალში დამარცხდა.