ჯოკოვიჩმა უიმბლდონის პირველ მატჩში 3 სეტში იმარჯვა
1 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, უიმბლდონის 1/64-ფინალში არგენტინელი მეტოქე, პედრო კარინი (68) 3 სეტში, ანგარიშით - 6:3, 6:3, 7:6 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
მატჩი 2 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა, რომელიც უიმბლდონის 7-გზის ჩემპიონია (ზედიზედ 4-გზის), ტურნირზე ზედიზედ 29-ე შეხვედრის მოგება შეძლო.
1/32-ფინალში სერბის მეტოქე ჯორდან ტომპსონი (70) იქნება, რომელმაც დღეს ბრენდონ ნაკაშიმასთან 5 სეტში იმარჯვა.
უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი სწორედ ნოვაჯ ჯოკოვიჩია - ნოლემ გასულ წელს ფინალში ნიკ კირიოსს მოუგო.