ჯოკოვიჩმა რუბლიოვი დაამარცხა და უიმბლდონის 1/2-ფინალში გავიდა
1 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, უიმბლდონის 1/4-ფინალში რუსი მეტოქე, ანდრეი რუბლიოვი (7) 4 სეტში, ანგარიშით – 4:6, 6:1, 6:4, 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
მატჩი 2 საათსა და 51 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა, რომელიც უიმბლდონის 7-გზის ჩემპიონია (ზედიზედ 4-გზის), ტურნირზე ზედიზედ 33-ე შეხვედრის მოგება შეძლო.
1/2-ფინალში სერბის მეტოქე იანიკ სინერი (8) იქნება, რომელმაც დღეს რომან საფიულინთან (92) 4 სეტში იმარჯვა. მატჩი პარასკევს, 14 ივლისსაა ჩანიშნული.
ხვალ უიმბლდონზე კიდევ 2 მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება - დანილ მედვედევი (3) კრისტოფერ იუბენკსს (43) დაუპირისპირდება, კარლოს ალკარასი (1) კი - ჰოლგერ რუნეს (6).
უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი სწორედ ნოვაჯ ჯოკოვიჩია – ნოლემ გასულ წელს ფინალში ნიკ კირიოსს მოუგო.