Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კიდევ ორი რეკორდი დაამყარა | გენიალური მიღწევა სერბი ჩოგბურთელისგან

5 თვის წინ ჩოგბურთი
2 წთ

სერბმა ჩოგბურთის ლეგენდამ ნოვაკ ჯოკოვიჩმა დიდ სლემებზე კიდევ ორი რეკორდი დაამყარა. მსოფლიოს პირველმა ნომერმა როლან გაროსის 1/8-ფინალში ფრანსისკო სერუნდოლო დრამატულ 5-სეტიან ბრძოლაში დაამარცხა (6:1, 5:7, 3:6, 7:5, 6:3) და 1/4-ფინალში გავიდა.

ეს გამარჯვება 37 წლის ჩოგბურთელისთვის ისტორიული გამოდგა. პირველ რეკორდს რაც შეეხება, მან 370-ე გამარჯვება იზეიმა დიდ სლემებზე, რომელიც მამაკაცთა თანრიგში ყველა დროის რეკორდია, ნოვაკმა ამ მაჩვენებლით როჯერ ფედერერის ნიშნულს გადაასწრო, შვეიცარიელს 369 მოგება აქვს.

მეორე რეკორდიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჯოკოვიჩმა ამ მოგებით მოახერხა და გრანდ სლემის ფინალში 59-ჯერ გავიდა, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია და ამ მხრივაც რეკორდს ამყარებს, მან როგორც წინა შემთხვევაში ახლაც როჯერ ფედერერს გადაასწრო, რომლის რეკორდი აქამდე 58 მეოთხედფინალი იყო.

ნოვაკ ჯოკოვიჩის დიდი სლემის რეკორდების სრული ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

ყველაზე მეტი ტიტული: ნოვაკ ჯოკოვიჩი - 24 (რაფაელ ნადალი - 22)

ყველაზე მეტი ფინალი: ნოვაკ ჯოკოვიჩი - 36 (როჯერ ფედერერი - 31)

ყველაზე მეტი ნახევარფინალი: ნოვაკ ჯოკოვიჩი - 48 (როჯერ ფედერერი - 46)

ყველაზე მეტი მეოთხედფინალი: ნოვაკ ჯოკოვიჩი - 59 (როჯერ ფედერერი - 58)

ყველაზე მეტი მოგება: ნოვაკ ჯოკოვიჩი - 370 (როჯერ ფედერერი - 369)

ჯოკოვიჩი უკვე ზედიზედ მე-15 წელია როლან გაროსის მეოთხედფინალში გადის.

სხვა სტატიები