სენსაცია რომის მასტერსზე - ნოვაკ ჯოკოვიჩი პრიზმიჩთან დამარცხდა
რომის მასტერსის პირველივე ეტაპზე სენსაცია ვიხილეთ, ნოვაკ ჯოკოვიჩი ხორვატ დინო პრიზმიჩის წინააღმდეგ ტურნირის 1/32-ფინალში დამარცხდა. პირველი სეტი ნოვაკმა 2:6 მოიგო, მეორე სეტში კი ანალოგიური (6:2) ანგარიშით დამარცხდა, ბოლო გადამწყვეტი სეტი კი 6:4 დათმო და მომდევნო ეტაპზე ხორვატი ჩოგბურთელი გავიდა. დაპირისპირება 2:17 საათი მიმდინარეობდა.
რომის მასტერსის მოქმედი გამარჯვებული კარლოს ალკარასია. თავის მხრივ ნოვაკ ჯოკოვიჩს კი აღნიშნული ტურნირი 6-ჯერ აქვს მოგებული. ასევე გეტყვით, რომ სერბი ლეგენდა მსოფლიოს მე-4 ნომერი ჩოგბურთელია, ხოლო პრიზმიჩი ამ დროისთვის 79-ე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ რომის ტურნირი 1000 ქულიანია და საპრიზო ფონდი 8,235,540 ევროა.
PRIZMIC DEFEATS DJOKOVIC 🫨
— Internazionali BNL d'Italia (@InteBNLdItalia) May 8, 2026
The 20-year-old Croat comes back from a set down to outlast his childhood idol!#IBI26 | @atptour pic.twitter.com/CIKWRuI6ey