ჯოკოვიჩი-ალკარასის ფინალის ბილეთების ფასი 10 000 დოლარიდან იწყებოდა
ჩოგბურთი მდიდრული სპორტის სახეობებიდან ყველაზე ყურებადი სპორტია. უამრავი სუპერვარსკვლავი ცდილობს მიიღოს თავისი ადგილი ყველაზე პრესტიჟულ საჩოგბურთო კორტზე, ლონდონში, მაშინ როცა უიმბლდონის ტურნირი მიმდინარეობს. დღეს წინა წლის ფინალის გამეორება იქნება, ერთმანეთს უბერებელი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ესპანელი კარლოს ალკარასი დაუპირისპირდებიან, ნოვაკს რევანში აქვს ასაღები, მატჩი კი ისეთ ინტერესს იწვევს, რომ მთავარი კორტის ყველაზე "ცუდი" ადგილის ბილეთის ფასი 10 000 დოლარიდან იწყებოდა.
რაც შეეხება საუკეთესო ადგილებს, თუ გულშემატკივარს სურდა "საბაზისო" ხაზის გასწვრივ შეეძინა ადგილი, Royal Box-ის მოპირდაპირედ - მას დაახლოებით 23 000 დოლარის გადახდა მოუწევდა.
თბილისის დროით 5 საათიდან, ნოვაკ ჯოკოვიჩი კარიერაში მე-8 უიმბლდონს შეუტევს, რაც საშუალებას მისცემს ლეგენდარული როჯერ ფედერერის რეკორდი გაიმეოროს. ალკარასი კი გამარჯვების შემთხვევაში, შეურთდება ისეთ ლეგენდებს, როგორებიც ბიორნ ბორგი და ბორის ბეკერი არიან, მხოლოდ მათ ჰქონდათ 1-ზე მეტი უმბლდონის ტიტული 21 წლის ასაკამდე.