Belive

ჯოკოვიჩმა პოპირინს მოუგო, თუმცა გულშემატკივრებზე გაბრაზებულია

3 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ავსტრალიის გრანდ სლემზე ნოვაკ ჯოკოვიჩი ფავორიტის სტატუსს ამართლებს. ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, მეორე წრეში, ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი 4 სეტში (6:3| 4:6| 7:6| 6:3) დაამარცხა. სერბი მომდევნო შეხვედრას არგენტინელ ტომას მარტინ ეჩევერისთან ჩაატარებს, რომელმაც ტურნირს ენდი მარი და გაელ მონფისი ისე გამოთიშა, რომ სეტი არ წაუგია.

ჯოკოვიჩისა და პოპირინის დაპირისპირებას ექსესების გარეშე არ ჩაუვლია. ქომაგთა უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, თავისიანს გულშემატკივრობდა, ხშირი იყო გადაძახილები და ყვირილი ჩაწოდებებს შორის, რამაც ნოვაკის გაღიზიანება გამოიწვია და ერთ-ერთ გულშემატკივართან პირად დაპირისპირებაში შევიდა.

ბევრი შერეული ემოცია მქონდა. პირდაპირ ვიტყვი, რომ არ არის ძალიან კარგი ატმოსფერო, მაგრამ გიწევს მოძებნო გამარაჯვებისთვის ძალა და მიიღო ის პირობები, რომელიც თამაშს თან ახლავს. ყველაზე მეტად, რაც მაღიზიანებს, ყვირილია, ხალხი ხშირად ხმაურობდა პირველ და მეორე ჩაწოდებას შორის, ამიტომ ერთ-ერთს პირადად ვუთხარი ჩამოსულიყო კორტზე და პირისპირ ეთქვა ის, რასაც ფიქრობდა და რასაც ტრიბუნიდან იძახდა. მან ბოდიში შორიდან მოიხადა, მისი სიმამაცე 1 წამში გაქრა - განაცხადა ჯოკოვიჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ

ნოვაკ ჯოკოვიჩს ისტორიაში ყველაზე მეტი - 24 დიდი სლემი აქვს მოგებული, ავსტრალიის ღია პირველობა მისი საყვარელი ტურნირია, რადგან ესეც ყველაზე მეტჯერ (10) აქვს მოგებული და მოქმედი გამარჯვებულია. სერბმა წინა წლის ფინალში სტეფანოს ციციპასს უმარტივესად, 3 სეტში მოუგო. აღსანიშნავია, რომ 2 თამაშში ჯოკოვიჩმა უკვე იმაზე მეტი სეტი წააგო (2), რამდენიც წინა წელს მთლიანად ტურნირზე (1) .

სხვა სტატიები