Belive

ჯოკოვიჩი: "რუსებისა და ბელარუსების უიმბლდონიდან მოკვეთა სიგიჟეა..."

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი - ნოვაკ ჯოკოვიჩი, უიმლდონიდან რუსებისა და ბელარუსი ჩოგბურთელების მოკვეთის ფაქტს გამოეხმაურა. უიმბლდონის ამ გადაწყვეტილებას ჯოკოვიჩმა "სიგიჟე" უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ომს გმობს, თუმცა სპორტსმენებს "არანაირი კავშირი არ აქვთ მიმდინარე კონფლიქტთან".
"მე ყოველთვის დავგმობ ომს. მე, როგორც ომის შვილი, ვერასდროს დავუჭერ მხარს ომს. ვიცი, ეს რამხელა ემოციურ ტრავმას ტოვებს. სერბეთში ყველამ ვიცით, რაც მოხდა 1999 წელს. ბალკანეთში უახლეს ისტორიაში ბევრი ომი გვქონია. თუმცა, უიმბლდონის გადაწყვეტილებას ვერ დავუჭერ მხარს, მიმაჩნია, რომ ეს სიგიჟეა. როცა პოლიტიკა ერევა სპორტში, შედეგი არ არის კარგი“- ნათქვამია ჯოკოვიჩის განცხადებაში.
უიმბლდონი ოთხი გრანდ სლემიდან ერთ-ერთია. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი სტარტს 2022 წლის 27 ივნისს აიღებს და 10 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები