მარიამ ბოლქვაძე ბირმინგემის ტურნირის ნახევარფინალშია
დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი, ბირმინგემში, ქალთა შორის ITF-ს 50-ქულიანი შეჯიბრი მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდით $40 000 დოლარს შეადგენს.
ამ ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ნაკრების წევრი - მარიამ ბოლქვაძე, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და 1/2-ფინალშია გასული.
26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ასპარეზობა 1/16-ფინალიდან დაიწყო და მერვე ნომრად განთესილი ჩეხი ჩოგბურთელი 2-სეტში დაამარცხა. 1/8-ფინალში შვედ ჩოგბურთელს აჯობა, ხოლო 1/4-ფინალში კი შეჯიბრის მეორე ნომრად განთესილი ხორვატი - ანტონია რუზიჩი 2:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარიამ ბოლქვაძე 1/4-ფინალში მეორე ნომრად განთესილ ჩოგბურთელთან პირველი სეტის შემდეგ მარცხდებოდა, თუმცა მეორე სეტი 6:0 მოიგო, ხოლო მესამე სეტში ხორვატის გატეხვა შეძლო და 6:1 დაამარცხა.
ნახევარფინალში მარიამ ბოლქვაძის მეტოქე, ჩეხი - ბარობარა პალიცოვა იქნება, რომელსაც 9 თებერვალს, თბილისის დროით 14:30 საათზე დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მარიამ ბოლქვაძე ზედიზედ მეორე ტურნირია ბრწყინვალედ გამოიყურება. 26 წლის ქართველმა გასულ კვირას ეგვიპტეში 35-ქულიანი შეჯიბრი მოიგო, სადაც მთელი ტურნირის განმავლობაში მხოლოდ 1 სეტი დათმო.