Belive

იანიკ სინერი წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებულია

1 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, იანიკ სინერმა, წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. 23 წლის იტალიელმა ფინალში ტეილორ ფრიცი 2 სეტში (6;4 | 6:4) დაამარცხა.

სინერმა ტურინში მიმდინარე შეჯიბრი ერთი ამოსუნთქვით გაიარა. იანიკის A ჯგუფში ფრიცი, მედვედევი და დე მინორი იყვნენ, B ჯგუფში კი ზვერევი, რუდი, ალკარასი და რუბლევი. სინერმა ჯგუფის სამივე თამაში ისე მოიგო, რომ სეტი არ წაუგია - სეტი არ დათმო არც ნახევარფინალში კასპერ რუდთან და არც ფრიცთან საფინალო შეხვედრაში.

იანიკ სინერი წინა წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალისტია, იქ მას ნოვაკ ჯოკოვიჩი დახვდა და 2 სეტში მოუგო, ასე რომ, იტალიელს ორჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული ამ ტურნირზე და ფინალისტობას ჩემპიონობაც დაამატა.

სხვა სტატიები