იანიკ სინერმა Miami Open-ის გამარჯვებით რამდენიმე რეკორდი მოხსნა/გაიმეორა
მაიამის მასტერსის 1000 ქულიანი ტურნირის გამარჯვებული იანიკ სინერი გახდა. იტალიელმა ჩოგბურთელმა 1:14 საათიან დაპირისპირებაში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი ორ სეტში 2:0 დაამარცხა.
იანიკმა პირველი სეტი 3:6 მოიგო, ხოლო მეორე სეტი უფრო დიდი ანგარიშით, თითქმის, უბრძოლველად 1:6 გაიმარჯვა.
მაიამის მასტერსის მოგების შემდეგ, 22 წლის ჩოგბურთელმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა და გაიმეორა, კერძოდ:
იანიკ სინერი ამ გამარჯვებით მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და მეორე ჩოგანი გახდა, რაც იტალიური ჩოგბურთის ისტორიაში უნიკალური მოვლენაა (პირველად ჰყავთ მეორე ჩოგანი).
ამ გამარჯვებით იანიკ სინერმა კარიერაში გამომუშავებული თანხით 20 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ასევე პირველად ხდება იტალიური ჩოგბურთის ისტორიაში.
სინერი ასევე არის მესამე ჩოგბურთელი, რომელიც 2000-იან წლებში დაიბადა და 20 მილიონ დოლარზე მეტის გამომუშავება შეძლო. აქამდე ეს მხოლოდ კარლოს ალკარასმა და იგა შვიონტეკმა შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ იანიკ სინერი წარმოუდგენელ ფორმაში იმყოფება, მან 2024 წელს 4 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი მატჩი დათმო ( (ინდიან უელსზე კარლოს ალკარასთან) და 3 ტიტულის მოპოვება შეძლო.
4 თვის განმავლობაში მან სამი ტიტული მოიპოვა, აქედან ერთ-ერთი ავსტრალიის ღია პირველობაა. მაიამის მასტერსის მოსაგებად კი მას შემდეგი ჩოგბურთელების დამარცხება მოუწია: ანდრეა ვავასორი, ტალონ გრიკსპური, კრისტოფერ ოკონელი, ტომას მაჩაკი, დანილ მედვედევი და გრიგორ დიმიტროვი.