ნიკოლოზ ბასილაშვილი პრაღის 75-ქულიანი შეჯიბრის 1/16-ფინალში დამარცხდა
7 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა, ჩოგბურთის ჩელენჯერის 75-ქულიან შეჯიბრს მასპინძლობს, რომლის საპრიზო ფონდიც €74,825 ევროა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს #2 ჩოგბურთელი - ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს.
ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, 2 გამარჯვება მოიპოვა და დღეიდან ძირითად ბადეში ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე, შეჯიბრის მესამე ნომრად განთესილი არგენტინელი ჩოგბურთელი - მარკო ტრუნგელიტი იყო.
ქართველი ჩოგბურთელი არგენტინელ მეტოქესთან 3 სეტში: 4:6; 6:1; 6:1 დამარცხდა და ასპარეზობას 1/16-ფინალიდან გამოეთიშა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, მეორე სეტში კი პირველივე გეიმი დათმო, თუმცა შემდეგ გათამაშებაში უკუბრეიკი შეასრულა, მას შემდეგ კი მეორე სეტში გეიმი არ მოუგია.