Belive

იანიკ სინერმა ჯოკოვიჩი 4 სეტში დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა

10 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში მსოფლიოს მე-4 ჩოგანმა, იანიკ სინერმა, ნოვაკ ჯოკოვიჩი (1) ოთხ სეტში, ანგარიშით 6:1, 6:2, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

შედეგად, იტალიელი გახდა პირველი ჩოგბურთელი ისტორიაში, რომელმაც ნოვაკის დამარცხება ავსრალიის დიდი სლემის ნახევარფინალში შეძლო.

მატჩი 3 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა. სინერს შეხვედრის დასრულება მესამე სეტშივე შეეძლო, თუმცა ტაი-ბრეიქში მატჩ-პოინტი ვერ გამოიყენა.

ფინალში იტალიელის მეტოქე დღეს, მეორე ნახევარფინალურ წყვილში გაირკვევა, რომელშიც ერთმანეთს დანილ მედვედევი (3) და ალექსანდრ ზვერევი (6) ხვდებიან.

ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი სწორედ ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო, რომელმაც გასულ წელს ფინალში სტეფანოს ციციპასს მოუგო.

View this post on Instagram

A post shared by Australian Open (@australianopen)

სხვა სტატიები