Belive

ალექსანდრ ზვერევის დომინანტური გამარჯვება ალკარასის წინააღმდეგ

9 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ავსტრალიის ღია პირველობა დასკვნით ეტაპს მიუახლოვდა. დღეს გაიმართა ბოლო 1/4-ფინალური დაპირისპირებები.

ტურნირის ცენტრალურ შეხვედრაში ალექსანდრ ზვერევმა კარლოს ალკარასი დაამარცხა. გერმანელმა ჩოგბურთელმა 4 სეტში 3:1 (6:1, 6:3, 6:7 (2:7), 6:4 ) მოიგო, მას ამისთვის 3:08 საათი დასჭირდა.

სხვა მეოთხედფინალურ წყვილებს რაც შეეხება ჯოკოვიჩმა ფრიცი 3:1 დაამარცხა, იტალიელმა იანიკ სინერმა ანდრეი რუბლევის წინააღმდეგ 3:0 გაიმარჯვა და 26 იანვარს სერბი ჩოგბურთელი 1/2-ფინალში სწორედ სინერს დაუპირისპირდება.

ჰუბერტ ჰურკაჩმა შეხვედრა დანილ მედვედევის წინააღმდეგ მძიმე ბრძოლაში 2:3 დათმო, ხოლო როგორც უკვე მოგახსენეთ ალექსანდრ ზვერევმა კარლოს ალკარასი 3:1 დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობის მეორე ნახევარფინალი გერმანელ ალექსანდრ ზვერევსა და დანილ მედვედევს შორის გაიმართება.

სხვა სტატიები