ჰამბურგის ღია პირველობაზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია
ხვალ, 18 ივლისს, ჰამბურგში ATP-ის 500-იანი სერიის ტურნირი - ევროპის ღია პირველობა დაიწყება. მსოფლიოს 25-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ჰამბურგის ღია პირველობის 2-გზის გამარჯვებულია, ტურნირში 1/16-ფინალიდან ჩაერთვება. ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ასლან კარაცევი (რუსეთი, 40) იქნება, რომელთანაც ბასილაშვილს ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატესობა (4:1) აქვს. ნიკოლოზი ტურნირში მე-6 ნომრადაა განთესილი და მასზე წინ ბოტიკ ვან დე ზანდშულპი, პაბლო კარენო ბუსტა, დიეგო შვარცმანი, ანდრეი რუბლიოვი და კარლოს ალკარასი არიან. ევროპის ღია პირველობის საპრიზო ფონდი წელს 1,770,865 ევროა, გამარჯვებული კი 333 125 ევროს მიიღებს.. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი პაბლო კარენო ბუსტაა, რომელმაც გასულ წელს ფინალში ფილიპ კრაინოვოჩი დაამარცხა.
If you smellllllll what the 〽️ is cooking. Qualifiers have been placed. Full @atptour draw here: #wwehamburg pic.twitter.com/kM5jVOLuP5 — Hamburg European Open 〽️ (@hamburgopen) July 17, 2022