გორან ივანიშევიჩი: "ჯოკოვიჩმა მითხრა, რომ 2028 წლის ოლიმპიადაზე ითამაშებს..."
ნოვაკ ჯოკოვიჩის ხორვატმა მწვრთნელმა - გორან ივანიშევიჩმა განაცხადა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე ითამაშოს.
Goran Ivanisevic told the press that Novak Djokovic is planning to play in the 2028 Olympics in Los Angeles.
— Eurosport (@eurosport) September 11, 2023
He will be 41 😳 pic.twitter.com/V3ujkF0VAl
ივანიშევიჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მან და ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბევრი ისაუბრეს იმ თემაზე, თუ როდის უნდა დაასრულოს კარიერა ყველა დროის ყველაზე მეტი სლემის (24) მფლობელმა - ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რაზეც საკვირველი პასუხი მიიღო.
"ამერიკის ღია პირველობაზე გამარჯვების შემდეგ, მე და ნოვაკი ვსაუბრობდით და ერთ მომენტში თავისთვის ჩაილაპარაკა, ნეტა როდის დავასრულებ კარიერას რა საინტერესოა. ამ თემაზე საუბარს შევყევით და მითხრა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო და თუ ტრავმა ხელს არ შეუშლის, იგი აპირებს რომ 2028 წლის ოლიმპიადაზე ითამაშოს, რომელსაც ლოს ანჯელესი უმასპინძლებს.
ნოვაკის რესურსი და შესაძლებლობები ულევია. დარწმუნებული ვარ, რომ თუ 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე ითამაშებს, მოიგებს, მიუხედავად იმისა, რომ 41 წლის იქნება. - გორან ივანიშევიჩი
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა და კარიერაში 24-ე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. მან ფინალში წარმოშობით რუსი - დანილ მედვედევი, 3 სეტში უშანსოდ დაამარცხა.
ასევე შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი, ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული (2008 წლის პეკინის ოლიმპიადა).