"ჩანაწერები ნამდვილ შინაარსს არ ასახავდა" - ნიკოლოზ ბასილაშვილი გავრცელებულ სიუჟეტს გამოეხმაურა
2 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
"მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა: ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარსს. ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი. ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა, შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში. ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი! მე პარალელური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას", - წერს მსოფლიოს 23-ე ჩოგანი სოციალურ ქსელში.TV Pirveli-ის სიუჟეტი ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნელი დოროყაშვილის შესახებ