ავსტრალიის ღია პირველობა | ბასილაშვილი პირველ წრეში დამარცხდა
1 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
16 იანვარს, 2023 წლის პირველი დიდი სლემის შეჯიბრი – ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო.
დიდი სლემი 1/64-ფინალიდან დაიწყო საქართველოს #1 ჩოგბურთელმა – ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომლის მეტოქეც მსოფლიოს მეცხრე ნომერი, ამერიკელი – ტეილორ ფრიცი გახლდათ. შეხვედრა 17 იანვარს, თბილისის დროით 06:50 საათზე გაიმართა და ბასილაშვილის მარცხით დასრულდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ტეილორ ფრიცთან 4 სეტში (4:6, 2:6, 6:4, 5:7) დამარცხდა.