Belive

ენდი მარი კორტზე წარმატებით დაბრუნდა!

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი ენდი მარი კორტზე დაბრუნდა. ბრიტანელმა საკმაოდ დიდხანს იუქმა, მიზეზი კი მძიმე ტრავმა გახლდათ. მარიმ 2018 წლის დასაწყისში კარიერის დასრულება გადაწყვიტა, თუმცა როგორც ჩანს ფეხზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ მან საკუთარ თავში გამონახა ძალა, რომ პროფესიონალურ ჩოგბურთში დაბრუნებულიყო. ენდიმ დაბრუნება ნელ-ნელა გადაწყვიტა, რაც იმას გულისხმობს, რომ თავდაპირველად ის შერეულ წყვილთა თანრიგში სერენა უილიამსთან ერთად უიმბლდონზე გამოვიდა, შემდეგ მამაკაცთა წყვილთა თანრიგში იასპარეზა, ახლა კი ერთეულთა თანრიგში ჩინეთში მიმდინარე 250-ქულიან ტურნირზე იასპარეზა, სადაც პირველ რაუნდში ტენის სენდგრენთან გამარჯვება იზეიმა. ამჟამად ენდი მარი მსოფლიო რეიტინგის 415-ე პოზიციაზე იმყოფება. მისი მომდევნო მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 31-ე ნომერი ალექს დე მინაური იქნება.  

სხვა სტატიები