ბორის ბეკერი ჰოლგერ რუნეს მთავარი მწვრთნელი გახდა
ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელი და მწვრთნელი - ბორის ბეკერი, 20 წლის დანიელი ჩოგბურთელის - ჰოლგერ რუნეს მთავარი მწვრთნელი გახდა.
Boris Becker has confirmed that he is Holger Rune's coach 🎾 pic.twitter.com/PeOFr5fy2Y
— Eurosport (@eurosport) October 19, 2023
ბორის ბეკერი თავადაც ლეგენდარული ჩოგბურთელი იყო - მას 6 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული, აქედან 3-ჯერ უიმბლდონი (1985, 1986, 1989 წლებში); 2-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა (1991, 1996 წლები); ერთხელ კი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა (1989 წელი). წლების განმავლობაში ბორის ბეკერი მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო.
მწვრთნელის რანგში კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 55 წლის გერმანელი ყოფილი ჩოგბურთელი 3 წლის განმავლობაში, 2013-2016 წლებში ნოვაკ ჯოკოვიჩის მთავარი მწვრთნელი იყო.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბორის ბეკერის მწვრთნელობის პერიოდში 21 ტიტული მოიგო, აქედან 2-ჯერ უიმბლდონი, ამერიკის ღია პირველობა, 2-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, როლან გაროსი და 14 მასტერსი.
ჰოლგერ რუნემ სოციალურ ქსელში ახალი მწვრთნელების პირველი ფოტო გამოაქვეყნა. გერმანელი მწვრთნელი და დანიელი ჩოგბურთელი საქმეს უკვე შეუდგნენ და ვარჯიში დაიწყეს.