ენდი მარი: "დიდია იმის ალბათობა, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩემი ბოლო მატჩი იყო..."
11 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ავსტრალიის ღია პირველობის პირველივე წრეში, 3-გზის სლემის გამარჯვებული და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი - ენდი მარი, არგენტინელ ტომას მარტინ ეჩევერისთან 3 სეტში 4:6; 2:6; 2:6 დამარცხდა და შეჯიბრს ნაადრევად გამოეთიშა.
მატჩის შემდგომ კი მან პრესკონფერენციაზე საკუთარი თავისა და ტრავმების შესახებ ისაუბრა.
"ვფიქრობ, ეს არის ის, რის გამოც დღეს ყველაზე მეტად იმედგაცრუებული ვარ მხოლოდ იმის მხრივ, თუ როგორ ვიყავი კორტზე. წლების განმავლობაში ავსტრალიელი ხალხის მხარდაჭერა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელია, დიახ, ეს შესანიშნავი იყო.
დღეს ისინი კვლავ გამოჩნდნენ და ბრწყინვალე მხარდაჭერა გამომიცხადეს. სამწუხაროა, რომ მათ საკადრისი პასუხი ვერ დავუბრუნე და მათი ეს პატივისცემა გამარჯვებით ვერ დავაფასე. ისინი მე იმისათვის მგულშემატკივრობდნენ, რომ მე დღეს ეს მატჩი მომეგო. სამწუხაროდ, მე ვერ გამოვიყენე ხალხის ეს უდიდესი მხარდაჭერა, სიყვარული და დავმარცხდი, ბოდიშს ვიხდი ამისთვის..." - ენდი მარი
2023 წლის განმავლობაში, ენდრი მარი ხშირად ამბობდა, რომ მას აქვს მხედველობაში, როდის დაასრულებდა პროფესიონალურ ჩოგბურთში ასპარეზობას, ამ თემაზე მან არაერთხელ ისაუბრა და ამბობდა, რომ კარიერის დასრულება ნამდვილად არ სურდა, თუმცა, ის აღიარებს, რომ დრო, რომელიც მან საკუთარ თავსა და კარიერას დაუთმო, შეიძლება შემცირდეს ასეთი ცუდი შედეგების შემდეგ.
"კარიერაში მქონია ისეთი დღეები, როდესაც ცუდად მითამაშია და თამაში მაინც მომიგია, დღეს კი, როდესაც კარგად ვთამაშობ, მაშინაც ხშირად ვაგებ ხოლმე. არ ვიცი, ეს ფიზიკური კონდიციების ბრალია, ამდენი ტრავმის თუ ასაკის, თუმცა ფაქტია, რომ მე ჩემი საუკეთესო ფორმიდან ძალიან, ძალიან შორს ვარ და ამ ყველაფერზე გული მტკივა.
ბევრი ოპერაცია ჩავიტარე, ამ ყველაფერმა ალბათ თავისი გააკეთა, რომ ისეთი ძლიერი ვეღარ დავბრუნებულიყავი კორტზე, როგორიც ვიყავი. არადა აქ ჩამოფრენამდე ფიზიკურად კარგ კონდიციებში ვიდექი, მეგონა, რომ შევძლებდი და ჩემი თავის საუკეთესო თუ არა, კარგ ვერსიას მაინც ვიხილავდი, თუმცა ეს ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა.
არ მინდა, ამ საუბრით ჩემი მეტოქე დავაკნინო, მე ბევრი რამ გამიგია ტომას ეჩევერის შესახებ და ვიცი, რომ ძალიან მაგარი ბიჭია და მან ეს ყველაფერი დღეს კორტზე დამიმტკიცა, სეტწაუგებლად მომიგო.
ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ბოლო გამოსვლა იყო ავსტრალიის ღია პირველობაზე..." - ენდი მარი
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობამ სტარტი 12 იანვარს აიღო და 26 იანვარს დასრულდება.