ენდი მარი 2022 წელს გამომუშავებულ თანხას უკრაინელ ბავშვებს გადაურიცხავს
2 წლის წინ
ჩოგბურთი
2 წთ
Andy Murray says watching images of children suffering in Ukraine prompted him to donate his prize money for the rest of the year to those in need. More ⤵️ #BBCTennis
— BBC Sport (@BBCSport) March 9, 2022
"ის კადრები და სურათები, რომლებიც მთელმა მსოფლიომ ნახა, იყო ნამდვილი სისასტიკე." "შვილები მე თვითონაც მყავს და როდესაც ბავშვების ტანჯვას ვხედავ, ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია. 2022 წელს გამომუშავებულ თანხას უკრაინელი ბავშვების დასახმარებელ ფონდში ჩავრიცხავ." "ეს არის ის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ამ ადამიანებისთვის შემიძლია, რათა მიიღონ სრულფასოვანი განათლება, ფსიქოლოგიური თანადგომა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ იმისათვის, რომ სუფთა წყალი დალიონ." "2022 წელს განსაკუთრებულად კონცენტრირებულად და მოტივირებულად ჩავატარებ - უკრაინელი ბავშვებისთვის!", - განაცხადა 2-გზის უიმბლდონის ჩემპიონმა და მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა.