ალექსანდრ ბუბლიკი: "ნადალისა და მარის ჩოგბურთიდან წასვლა ცირკი და სირცხვილია..."
2 დღის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
წარმოშობით რუსმა, ყაზახეთის დროშის ქვეშ მოასპარეზე 27 წლის ჩოგბურთელმა - ალექსანდ ბუბლიკმა, რაფა ნადალისა და ენდი მარის ჩოგბუთიდან წასვლას ცირკი და სასაცილო სანახაობა უწოდა და ორივე მათგანი მკაცრად გააკრიტიკა.
"ნადალისა და ენდი მარის ჩოგბურთიდან წასვლა სასაცილო და ცირკია. მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ მათ საყვარელ გულშემატკივრებთან ერთად ეთამაშათ, მათ კი თავხედური გადაწყვეტილება მიიღეს და უფრო დიდი ფულის შოვნა გადაწყვიტეს.
მათ ყველა შესაძლო დიდი სლემის ტურნირი და ოლიმპიური თამაშები აქვთ მოგებული, თუმცა მაინც ნაადრევად წავიდნენ, ეს მათი გულშემატკივრების უპატივცემულობაა.
მე მინდა, რომ ისეთ ასაკში წავიდე სპორტიდან, როდესაც საკუთარ თავში სათამაშო ძალებს ვეღარ ვიპოვი და ჩემი გულშემატკივრები მაქსიმალურად გავახარო იქამდე, სადამდეც ძალა შემწევს.
მოკლედ რომ შევაჯამო, მარისა და ნადალის ჩოგბურთიდან წასვლა, კარგად დადგმული ცირკი იყო..." - ალექსანდ ბუბლიკი
ალექსანდრ ბუბლიკს კარიერის განმავლობაში მხოლოდ 4 ტიტული აქვს მოგებული, დიდი სლემის ტურნირებზე კი, მისი საუკეთესო შედეგი მეოთხე ეტაპია, რომელიც 2023 წლის უიმბლდონზე დააფიქსირა.