Belive

დომინიკ ტიმმა კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყაროში 2020 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი დასასრულს უახლოვდება. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში საფინალო წყვილი უკვე ცნობილია - ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც ნახევარფინალში ლეგენდარული შვეიცარიელი, როჯერ ფედერერი, დაამარცხა და დომინიკ ტიმი, რომელმაც ასევე საკმაოდ რთული ნახევარფინალური მეტოქე, ალექსანდრ ზვერევი გამოთიშა ასპარეზობას. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი დომინიკ ტიმისათვის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირის ფინალია, რაც შეეხება ნოვაკ ჯოკოვიჩს, სერბს შანსი ეძლევა, რომ მე-18 სლემის ტიტულის მფლობელი გახდეს. დომინიკ ტიმმა ფინალში გასვლისათვის დამატებით 1155 ქულა მოიპოვა, რის ხარჯზეც მან LIVE რეიტინგში მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც მისთვის კარიერის საუკეთესო შედეგის გამეორებაა. ავსტრიელ ჩოგბურთელს ფინალში გამარჯვების შემთხვევაში პირველ დიდი სლემის ტიტულთან ერთად, კარიერის საუკეთესო მაჩვენებლის - მსოფლიო რეიტინგის მე-3 პოზიციაზე გადასვლის შანსი ექნება. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი 2 თებერვალს, თბილისის დროით - 12:30 საათზეა ჩანიშნული, ექსპერტების აზრით შეხვედრის ფავორიტად ნოვაკ ჯოკოვიჩია მიჩნეული.

სხვა სტატიები