Belive

ნადალი შეუდარებელია, ფედერერი ტრავმირებული, ჯოკოვიჩი კი არავაქცინირებული - რა ბედი ელის ტოპ 3-ეულს?

2 წლის წინ ჩოგბურთი
5 წთ
ნებისმიერისთვის, ვისაც ჩოგბურთის შესახებ ცოტა მაინც სმენია, ცნობილია, რომ ამ სამყაროში, 3 ადამიანი დომინირებს. ავსტრალიის ღია პირველობის ჩატარებამდე, მოგებული დიდი სლემის ტურნირების რაოდენობით, ფედერერს, ჯოკოვიჩსა და ნადალს შორის სრული თანაფარდობა იყო, თუმცა დანილ მედვედევთან დრამატულად გამარჯვების შემდეგ, რაფაელ ნადალმა 21 ტიტულს მოუყარა თავი და საჩოგბურთო კვარცხლბეკის უმაღლეს წერტილში გადაინაცვლა. იყო საუკეთესო დიდ სამეულს შორის, უდიდესი მიღწევა, დიდი პრივილეგია და საოცნებო შედეგიც კი არის, მაგრამ ესპანელი ამ ფაქტს თავმდაბალი განცხადებით გამოეხმაურა.
"ეს დღე ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემს მიღწევებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება დაემატა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვარ თუ არა საუკეთესო მოთამაშე ისტორიაში. გულწრფელად გეუბნებით, ამაზე არ ვფიქრობ. ჩემი უმთავრესი სურვილია, დღევანდელი დღის მსგავსი ემოციები კიდევ მივიღო", - განაცხადა მან.
ნადალის სიტყვებში ჩანს, რომ 35 წლის ჩოგბურთელი მორიგი გამარჯვებებისთვის ემზადება, ესპანელში დიდი მოტივაცია ჩანს. პარალელურად, როჯერ ფედერერი გახშირებულ ტრავმებს ებრძვის, ნოვაკ ჯოკოვიჩის დიდ ტურნირებზე მონაწილეობა კი, ვაქცინაციისადმი მისი დამოკიდებულების შედეგად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის დასრულების შემდეგ, ნადალს დიდი ტრიოს დანარჩენმა ორმა წევრმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა და როჯერ ფედერერმა გამარჯვება მიულოცეს.
  • “რა თამაში იყო! ჩემს დიდ მეგობარსა და გამორჩეულ მეტოქეს, რაფაელ ნადალს, 21-ე დიდი სლემის ტურნირის მოგებას მთელი გულით ვულოცავ. რაფა პირველი ადამიანია, ვინც ეს შეძლო. რამდენიმე თვის წინ, ჩვენ ერთად ვიცინოდით იმაზე, რომ ყავარჯენით დავდიოდით. საოცარია. დიდი ჩემპიონი ყოველთვის უნდა დაფასდეს. შენი გამაოგნებელი სავარჯიშო დისციპლინა, მონდომება და მებრძოლი სული მაგალითია ჩემთვის და მთელ მსოფლიოში მცხოვრები უთვალავი ადამიანისთვის. ვამაყობ, რომ ამ ეპოქას შენთან ერთად ვქმნიდი, მქონდა პატივი, რომ შენს მოტივირებაში ჩემი წვლილიც შევიტანე. ბოლო 18 წლის განმავლობაში, ასეთივე რამ შენ ჩემთვისაც გაქვს გაკეთებული. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ახალი მიღწევები გელოდება, თუმცა ახლა, დღევანდელი დღით ისიამოვნე!” , – აღნიშნა თავის პოსტში 40 წლის როჯერ ფედერერმა, რომელმაც "უიმბლოდონის" შემდეგ, მუხლზე მე-3 ოპერაცია ჩაიტარა და ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის.
  • “ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი ტურნირი მართლაც შესანიშნავი იყო, ვინაიდან რამდენიმე ჩოგბურთელმა ჩინებულად ითამაშა და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა. ვულოცავ რაფაელ ნადალს დიდი სლემის 21-ე ტიტულს – ყოველთვის შთამბეჭდავი მებრძოლი სული, რომელმაც კიდევ ერთხელ იფეთქა”. - ეს კი მსოფლიოს პირველი ნომერის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ გამოქვეყნებული პოსტია. ტურნირის მთავარ ფავორიტად შერაცხულ სერბ ჩოგბურთელს ავსტრალიის დატოვება ტურნირის დაწყებამდე მოუწია. მთავრობის გადაწყვეტილებით, მისი სავიზო აპლიკაცია COVID-19-თან დაკავშირებულ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

logo (1)

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ტურნირში ნოვაკ ჯოკოვიჩი მონაწილეობას. საფრანგეთის სპორტის სამინისტროს თანახმად, ქვეყანაში მოასპარეზე თითოეული სპორტსმენისთვის ვაქცინაცია სავალდებულოა. საქართველოსგან განსხვავებით, საფრანგეთში ე.წ. "მწვანე პასპორტი" მოქმედებს, რომელიც ადგილობრივ მოქალაქეებსა და უცხოელებს რესტორნებში, კაფეებში, კინოთეატრებსა თუ სპორტულ არენებზე შესვლის უფლებას აძლევს. ეს წესი კი როგორც მაყურებლებზე, ასევე თანამშრომლებსა და სპორტსმენებზე თანაბრად ვრცელდება. დღევანდელი ვითარებით, ავსტრალიის მსგავსად, ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის საფრანგეთი გადაულახავი ბარიერი უნდა აღმოჩნდეს, რომელიც COVID-19-ის ვაქციის გაკეთებაზე უარს აცხადებს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე ხელსაყრელ კონდიციაში რაფაელ ნადალი იმყოფება, რომელიც თიხის კორტზე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. აქვე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დიდებული ტრიო თანდათანობით ასაკში შედის, საჩოგბურთო არენას კი ახალი ვარსკვლავები, დანილ მედვედევი, ალექსანდერ ზვერევი, სტეფანოს ციციპასი, ანდრეი რუბლევი იპყრობენ, კონკურენცია კი იმაზე დრამატული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ჩვენ ამისი ვარაუდი შეგვიძლია.

სხვა სტატიები