Belive

დიდი წინსვლა რეიტინგში - ბაკში კაჭრეთის 50-ქულიანი შეჯიბრის ფინალში გავიდა!

6 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

26 წლის ქართველი ჩოგბურთელი - ალექსანდრე ბაკში, საქართველოში, კერძოდ კი კაჭრეთში მიმდინარე 50-ქულიანი შეჯიბრის ფინალში გავიდა, რომლის საპრიზო ფონდიც $41,000 ამერიკული დოლარია.

ბაკშიმ ნახევარფინალში ავსტრალიელი, შეჯიბრის პირველ ნომრად განთესილი - ფილიპ სეკულიჩი 2 სეტში: 6:7; 5:7 დაამარცხა და კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევა დააფიქსირა (ჩელენჯერის ფინალი).

მატჩი 2 საათი და 11 წუთი მიმდინარეობდა, საბოლოოდ, საბედნიეროდ გამარჯვება ქართველ ჩოგბურთელს დარჩა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ალექსანდრე ბაკში კაჭრეთის შეჯიბრამდე მსოფლიოს 906-ე ჩოგბურთელი იყო, ფინალში გასვლის შემდეგ კი იგი, მსოფლიო ჩოგბურთის ლაივ რეიტინგში 644 ჩოგანია, შესაბამისად მსოფლიო რეიტინგში 262 პოზიციით წინ წავიდა.

ალექსანდრე ბაკში კაჭრეთის 50-ქულიანი შეჯიბრის ფინალში, ფრანგ - რობინ ბერტანდს დაუპირისპირდება. ფინალი 26 მაისს, თბილისის დროით 10:00 საათზე შედგება.

სხვა სტატიები