დიდი ეპოქის დასასრული - დომინიკ ტიმი წლის ბოლოს კარიერას დაასრულებს
ავსტრიული ჩოგბურთის ლეგენდა - დომინიკ ტიმი, 31 წლის ასაკში საჩოგბურთო კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ ავსტრიული სპორტული გამოცემა სწორედ სპორტსმენზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრიაში, მშობლიურ ვენაში გამართული ტურნირი მის სათამაშო კარიერაში ბოლო შეჯიბრი იქნება.
Reports in Austria that Dominic Thiem is planning to retire in Vienna this year.
— José Morgado (@josemorgado) May 7, 2024
Already started to tell his sponsors.
Very sad if true but not surprising…https://t.co/VCPHQBp5ww
დომინიკ ტიმის ბოლო შეჯიბრი ვენის 500 ქულიანი ტურნირი იქნება, რომელიც 21-27 ოქტომბერს გაიმართება.
დომინიკ ტიმი ის უიშვიათესი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სამეულის პერიოდში დიდი სლემის ტურნირის, კერძოდ კი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა (2020 წელს). მას კარიერაში 17 ტიტული აქვს მოპოვებული და ჩოგბურთის ისტორიაში მე-13 ჩოგბურთელია, რომელსაც ყველაზე მეტი $30,164,485 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული.
დომინიკ ტიმის კარიერული პიკი მსოფლიოს მესამე ნომრად ყოფნა იყო, ეს ყველაფერი 2020 წელს დააფიქსირა, სწორედ მაშინ, როდესაც მან დიდი სლემის ტურნირი მოიგო. გარდა ჩემპიონობისა, დომინიკ ტიმს დიდი სლემის ტურნირებზე 3 ფინალი აქვს ნათამაშები, თუმცა სამივეში დამარცხდა.
კარიერის დასრულების მთავარი მიზეზი ხანგრძლივი ტრავმებია, რომელსაც ჩოგბურთელი უკვე დაახლოებით 3 წელია სისტემატურად ებრძვის.