ოფიციალურად | დავიდ გოფინი 2026 წლის ბოლოს კარიერას დაასრულებს
35 წლის ბელგიელმა ჩოგბურთელმა - დავიდ გოფინმა, რომელიც 2017 წელს, მსოფლიო რეიტინგის მე-7 ჩოგანი იყო, სოციალურ ქსელში ოფიციალურად განაცხადა, რომ 2026 წელი მისთვის ATP ტურში ბოლოა და სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.
Thanks for everything, David 🙏🇧🇪@David__Goffin pic.twitter.com/62NdsLvbX8
— Tennis TV (@TennisTV) March 27, 2026
35 წლის ბელგიელი, რომელიც მსოფლიოს TOP 10-ში საკმაოდ ხშირად იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ, 2025 წელს მუხლზე მიღებულმა უმძიმესმა ტრავმამ, მის კარიერას უდიდესი დაღი დაასვა.
"ამ სპორტში მთელი ჩემი ცხოვრება და შესაძლებლობა ჩავდე. მე ყველაფერი მივეცი ჩოგბურთს და ამ სპორტმა გაცილებით მეტი მომცა, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა.
ყველაფერს აქვს დასასრული, სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 2026 წელი ჩემს საჩოგბურთო კარიერაში ბოლო იქნება...
უმაღლეს დონეზე გატარებულმა ამ წლებმა ჩემს სხეულზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. გასულ წელს მიღებული მუხლის ტრავმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს გადაწყვეტილებაში, შემეწყვიტა კარიერა." - დავიდ გოფინი
გოფინი მსოფლიო ტურში 2009 წელს გამოჩნდა, ამჟამად კი რეიტინგში 156-ე პოზიციას იკავებს. იგიკარიერის განმავლობაში, დიდი სლემების მეოთხედფინალზე შორს ვერასდროს გავიდა, თუმცა უიმბლდონის (2019, 2022), როლან გაროსისა (2016) და ავსტრალიის ღია პირველობაზე (2017) 8 საუკეთესო ჩოგბურთელში არაერთხელ მოხვდა.
მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბელგიის ნაკრებისთვის დევისის თასის ფინალში გასვლაში (2015 წელს), როდესაც გადამწყვეტი მატჩი ენდი მარისთან წააგო. ასევე 2017 წელს, როდესაც ის ბელგიის ნაკრებთან ერთად კვლავ მეორე ადგილზე გავიდა (ფინალში საფრანგეთთან დამარცხდნენ).
დევისის თასის მეორე ფინალის შემდეგ, ის ლონდონში შემაჯამებელი ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი დაამარცხა, შემდეგ კი ფინალში გრიგორ დიმიტროვთან დამარცხდა.