Belive

დევისის თასი - საქართველომ ტუნისი დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა

7 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ის, მეორე წრის პირველ რაუნდში, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ტუნისს დაუპირისპირდა. საქართველოსა და ტუნისის საჩოგბურთო დაპირისპირება, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში, გარიყულას საჩოგბურთო კორტებზე გაიმართა და საქართველოს გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ტუნისის ბარიერის გადალახვის შემდეგ, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა პირველ ჯგუფში გადასასვლელ პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რომელიც 2024 წელს გაიმართება. 

საქართველოსა და ტუნისის დაპირისპირება 15 სექტემბერს, ერთეულთა თანრიგის მატჩებით დაიწყო, რომელიც საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით (2:0) დასრულდა. საბა ფურცელაძემ მოეზ ეჩარგუი უშანსოდ, 6:1, 6:4 დაამარცხა, ხოლო ზურა ტყემალაძემ აზიზ დუგაზი 3-სეტში, 3:6, 7:6, 6:4 დაამარცხა.

 

ტუნისელებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება წყვილთა თანრიგში შეძლეს - ალექსანდრე ბაკშისა და ალექსანდრე მეტრეველის წყვილი სკანდერ მანსურისთან და აზიზ უაკასთან დამარცხდა (6:4, 6:7, 2:6). 

გადამწყვეტი მატჩის მოგება საბა ფურცელაძემ შეძლო, რომელმაც მეტოქე 2-სეტში, 6:3, 6:4 დაამარცხა. ფურცელაძის გამარჯვების შემდეგ, მე-5 დაპირისპირებას სატურნირო მნიშვნელობა დაეკარგა და საბოლოო ანგარიში 3:1 დაფიქსირდა. 

სხვა სტატიები