მარიამ ბოლქვაძე მარიბორის ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა
8 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
26 წლის ქართველი ჩოგბურთელი - მარიამ ბოლქვაძე, სლოვენიის ქალაქ მარიბორში, 75 ქულიან შეჯიბრზე, ITF W75 Maribor-ზე იღებს მონაწილეობას, რომლის საპრიზო ფონდიც $60 000 დოლარია.
ქართველმა ჩოგბურთელმა ასპარეზობა 1/16-ფინალიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე, ავსტრალიელი, მსოფლიოს 169-ე ჩოგანი - კიმბერლი ბირელი იყო, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა 2 სეტში საკმაოდ მარტივად: 3:6; 4:6 დაამარცხა და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.
მარიამ ბოლქვაძე 1/8-ფინალში ტაივანელ - ენ შუო ლიანგს შეხვდება, რომელიც მსოფლიოს 295-ე ჩოგანია. მატჩი 21 მარტს, თბილისის დროით 13:00 საათზეა ჩანიშნული.