Belive

კვალიფიკაცია დაძლეულია - ბასილაშვილი 100-ქულიანი შეჯიბრის მთავარ ბადეში გავიდა

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს ყოფილმა მე-16 ნომერმა, 32 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი, იტალიაში, კერძოდ კი ვერონას 100-ქულიან შეჯიბრში მონაწილეობას, რომლის საპრიზო ფონდიც 120,950 ევროა.

ბასილაშვილმა ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე იტალიელი მეტოქე მარტივად, 2-სეტში დაამარცხა.

რამდენიმე წუთის წინ კი, საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, მსოფლიოს 324-ე და ამ შეჯიბრზე განთესილი მესამე ჩოგანი - მატეუს პუჩინელი დე ალმეიდა 2 სეტში: 4:6; 6:7 დაამარცხა და ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ამ ეტაპისთვის უცნობია თუ ვინ იქნება ბასილაშვილის მეტოქე 1/32-ფინალში, თუმცა შეგახსენებთ, რომ ამ შეჯიბრის პირველ ნომრად განთესილი, არგენტინელი - პედრო კაჩინია, შეჯიბრის მოქმედი ჩემპიონი კი, ჩეხი - ვიტ კოპრივაა, რომელიც წელს მონაწილეობას საერთოდ არ იღებს.

ამ შეჯიბრში მონაწილეობას ასევე იღებენ: რიჩარდ გასკე, იესპერ დე იონგი, ჰიუგო დელიენი, უგო ბლანჩე, მარკო ჩეკინატო და ა.შ.

სხვა სტატიები