Belive

ჩოგბურთელების გამოხმაურება: "ჯოკოვიჩმა ჩოგბურთი დახურა"

1 თვის წინ ჩოგბურთი
2 წთ

სანამ ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზში ოლიმპიური ოქროს მედლისთვის იბრძოდა, ATP ტურის დანარჩენი ვარსკვლავები მონრეალში იმყოფებოდნენდა როჯერსის ღია ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენ. მოთამაშეთა დარბაზში ათობით ადამიანი ერთად უყურებდა ოლიმპიადის ფინალს, მათ შორის რეიტინგის პირველი ნომერი იანიკ სინერი და მისი გუნდი.

მატჩის შემდეგ, მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელები ჯოკოვიჩის მიღწევებით აღფრთოვანებულები იყვნენ. სერბმა მოიგო ოთხივე დიდი სლემის ტურნირი, ცხრა მასტერსი, სეზონის შემაჯამებელი ტურნირი და ახლა უკვე ოლიმპიური ოქროს მედალი ერთეულთა თანრიგში.

ვფიქრობ, თუ არსებობდა ადამიანი, ვინც ამას იმსახურებდა, ეს არის ნოვაკი. მან გარკვეულწილად დაასრულა ჩოგბურთი. მან ჩვენი სპორტი სხვა დონეზე აიყვანა. მე მისგან ვიღებ დიდ შთაგონებას და ვფიქრობ, რომ კორტის გარეთაც არაჩვეულებრივი ადამიანია.

37 წლის ასაკში ოლიმპიადის ფინალის მოგება ჩემთვის წარმოუდგენელი რამ იყო, იმედი მაქვს, ნოლე კიდევ რამდენიმე წელი ითამაშებს, რომ მასთან კონკურენციის საშუალლება გვქონდეს - განაცხადა ჰოლგერ რუნემ

ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე ჯოკოვიჩმა სტეფანოს ციციპასი ორ სეტერში დაამარცხა, თუმცა ბერძენს ჰქონდა დიდი შესაძლებლობა, მეორე სეტი სათავისოდ გადაეწყვიტა და მატჩში დიდი გარდატეხა შეეტანა.

დარწმუნებული ვარ, ის არის ადამიანი, რომელიც დიდ ძალისხმევას დებს ყველა მიზნის მიღწევის მცდელობაში. ეს მედალი აკლდა მის კოლექციას და მას ვერაფერი შეაჩერებდა. ოლიმპიადაზე ნებისმიერი სინჯის მედალი ჩემთვის ოცნებაა, ყველაფერი გავაკეთე გასამარჯვებლად, თუმცა მე დავმარცხდი ჯოკოვიჩთან - ოლიმპიურ ჩემპიონთან - სტეფანოს ციციპასი ნოლეს გამარჯვების შემდეგ

ბოლო მოთამაშე, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე ჯოკოვიჩი დაამარცხა, იყო კარენო ბუსტა, ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლისთვის მატჩში.

ალბათ, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირი ვითამაშე. მახსოვს, როცა ნახევარფინალში კარენ ხაჩანოვთან დავმარცხდი, ვფიქრობდი: „თუ კარენთან წავაგე და ახლა ნოვაკთან უნდა ვითამაშო, რამდენია იმის შანსი, რომ ბრინჯაო მოვიგო?" მე ვიცოდი, რომ თუ ნოვაკი 100 პროცენტით ითამაშებდა, ჩემს გარჯას აზრი არ ექნებოდა, თუმცა ნოვაკმა წინა დღეს წააგო ნახევარფინალში ერთეულებში, ასევე ნახევარფინალში შერეულ წყვილებში - მე მაშინ მისი მენტალური მდგომარეობა გამოვიყენე - კარენო ბუსტა, ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი

მოთამაშე, რომელსაც ჯოკოვიჩთან ერთ-ერთი ყველაზე დიდხნიანი ნაცნობობა აკავშირებს, გაელ მონფილსია. ისინი პირველად ერთამანეთს 2005 წელს შეხვდენ. ნოვაკი გაელს ურთიერთშეხვედრებში 19:0 ამარცხებს, თუმცა მონფილს ეს ხელს არ უშლის აღფრთოვანება გამოხატოს უდიდესი ჩოგბურთელის მიმართ.

ნოვაკმა ამ მომენტამდეც ბევრი რამ დაასრულა, ის ჩვენი სპორტის ლეგენდაა. უნიკალური და სრულიად განსხვავებული ადამიანია, ვფიქრობ, ეს მისი კარიერის უდიდესი მიღწევა იყო და მისით ძალიან ბედნიერი ვარ - განაცხადა გაელ მონფილსმა

ჯოკოვიჩმა, პარიზის ოლიმპიადის ფინალში, კარლოს ალკარასი 2 სეტში დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში, ეს ჩუგბურთელები ერთამენთს უპრესტიჟულეს უიმბლდონის ფინალში ხვდებიან და ორივე შემთხვევაში, ახალგაზრდა კარლოსმა შეძლო ნოვაკის დამარცხება, განსაკუთრებით რთული უკანასკნელი ფინალი იყო, სადაც ნოლე ძალიან მარტივად დამარცხდა და ეს თამაში შეგრძნებას ტოვებდა, რომ ახალგაზრდა ესპანელსა და ვეტერან სერბს შორის, თამაშის ხარისხის კუთხით, დიდი უფსკრული ჩნდებოდა.

სხვა სტატიები