იანიკ სინერი ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებულია
იანიკ სინერი ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებულია. იტალიელი ჩოგბურთელი უკვე ტრადიციად ქცეულ მეტოქეს, კარლოს ალკარასს შეხვდა, დღევანდელი მატჩი კი სინერის გამარჯვებით დასრულდა. ტურინში გამართულ Nitto ATP Finals-ზე იანიკმა ესპანელს 2 სეტში მოუგო - 6:7 (4:7), 5:7. დაპირისპირება 2:04 საათი მიმდინარეობდა.
იტალიელმა ჩოგბურთელმა აღნიშნული ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო. ასევე გეტყვით, რომ იანიკ სინერი ისტორიაში მესამე ჩოგბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში ოთხივე დიდი სლემის ტურნირისა და Nitto ATP Finals-ის ფინალში ითამაშა. იტალიელის გარდა ეს შეძლო როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა.
🏆 Australian Open
— Tennis TV (@TennisTV) November 16, 2025
🥈 Rome
🥈 Roland-Garros
🏆 Wimbledon
🥈 Cincinnati
🥈 US Open
🏆 Beijing
🏆 Vienna
🏆 Paris
🏆 Nitto ATP Finals 🆕
What a 2025 for @janniksin 😮💨 pic.twitter.com/mZ17NheNGl