ბასილაშვილმა ფონინის მოუგო და მადრიდის მასტერსის 1/16-ფინალში გავიდა
მსოფლიოს 27-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მადრიდის მასტერსის 1/32-ფინალში ფაბიო ფონინი (51) ორ სეტში, ანგარიშით 7:5, 6:4 დაამარცხა და ტურნირის 1/16-ფინალში გავიდა. 1/32-ფინალური დაპირისპირება 1 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზი იტალიელ მეტოქეს კარიერაში მეორედ შეხვდა და პირველად იმარჯვა. მომდევნო ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე კარლოს ალკარასი (9) იქნება, მატჩი 4 მაისსაა ჩანიშნული. ბასილაშვილი ესპანელს გასულ წელს, საფრანგეთის ღია პირველობაზე დაუპირისპირდა, სადაც 3 სეტში დამარცხდა. მადრიდის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ ზვერევია, რომელმაც შარშან ფინალში მატეო ბერეტინის მოუგო.
Match Results | Day 7⃣ 🇦🇺 De Miñaur d. 🇪🇸 Martínez 76 16 63 🇪🇸 Davidovich d. 🇿🇦 Harris 75 63 🇮🇹 Sinner d. 🇺🇸 Paul 67 76 63 🇷🇸 Lajovic d. 🇭🇷 Coric 63 46 64 🇫🇷 Monfils d. 🇪🇸 Gimeno 63 60 🇬🇪 Basilashvili d. 🇮🇹 Fognini 75 64#MMOPEN pic.twitter.com/rrJSAtFMh8 — #MMOPEN (@MutuaMadridOpen) May 2, 2022