Belive

ბასილაშვილმა Halle Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ჰანფმანს მოუგო

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ჰალეს ATP-ი ტურის 500-იანი სერიის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში მსოფლიოს 31-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, იანიკ ჰანფმანი (262) 2 სეტში, ანგარიშით 7:6, 6:4 დაამარცხა. მატჩი 1 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. Halle Open-ის (NOVENTI OPEN) შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ნიკოლოზის მეტოქე ლუკაშ ლაცკოსა (213) და ჟოაო სოუზას (114) დაპირისპირებაში გაირკვევა. ჰალეს ტურნირის მოქმედი ჩემპიონი როჯერ ფედერერია, შვეიცარიელმა 2019 წელს ფინალში დავიდ გოფენთან იმარჯვა. როჯერს ჰალეს ღია პირველობა კარიერაში ათჯერ აქვს მოგებული.

სხვა სტატიები