ბასილაშვილი ბარსელონას ღია პირველობის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
მსოფლიოს მე-20 ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონას ღია პირველობის (Barcelona Open Banc Sabadell) 1/16-ფინალში ესპანელ მეტოქესთან - ხაუმე მუნართან (105) ორ სეტში, ანგარიშით 1:6; 4:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. 1/16-ფინალური შეხვედრა 1 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. ნიკამ მატჩში 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ეს ბასილაშვილისთვის ბოლო 1 თვეში ზედიზედ მე-4 წაგება იყო. Barcelona Open Banc Sabadell-ი 24 თებერვალს დასრულდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალია, რომელმაც შარშან ფინალში სტეფანოს ციციპასს მოუგო.
GAME, SET AND MATCH! Jaume MUNAR 🇪🇸 pasa a la siguiente ronda tras ganar a Nikoloz BASILASHVILI 🇬🇪 por 6-1, 6-4 ¡Vamos!#TeamRCTB1899 | #BCNOpenBS | @jamunar_38 pic.twitter.com/bshYDNeLTq — RCT Barcelona-1899 (@rctb1899) April 20, 2022